თეგებით ძიება

„ძალიან რთულია ამის ყურება...“ - ალექსეი ნავალნი მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერილს აქვეყნებს

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შესახებ წერილს აქვეყნებს.

“მინ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე ვთქვა. მას არ ვიც­ნობ და არას­დროს არ შევ­ხვედ­რი­ვარ. მისი გუნ­დი­დან არა­ვის არ ვიც­ნობ და არა­ვის არ უთხო­ვია ეს პოს­ტი და­მე­წე­რა.

ჩემი სირ­ცხვი­ლია, ძა­ლი­ან სუს­ტად წარ­მო­მიდ­გე­ნია ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა და შე­მიძ­ლია რამე ისე არ ვთქვა.

სა­კუ­თა­რი კი­დევ უფრო დიდი სირ­ცხვი­ლის­თვის, მე რო­გორ­ღაც იმის გავ­ლე­ნის ქვეშ, რომ ჩემი ამ­ხა­ნა­გი ცხინ­ვალ­ში და­ბომბვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, 2008 წელს დავ­წე­რე პოს­ტი ქარ­თვე­ლე­ბი­სად­მი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ეპი­თე­ტით. ამის­თვის ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დე და კვლავ ვიხ­დი, მაგ­რამ ვიცი, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემ მო­საზ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე დიდი წონა აქვს.

ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე და­მე­წე­რა, რო­გორც ადა­მი­ან­სა და ქრის­ტი­ანს, რად­გან რთუ­ლია ამის ყუ­რე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი იტან­ჯე­ბა, მისი ოჯა­ხი იტან­ჯე­ბა, და მიმ­დი­ნა­რე რამ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ცუ­დია, და ამა­ში რამე კარ­გი იმათ­თვი­საც არ არის, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ყოფ­ნა მის სიკ­ვდი­ლამ­დე სურთ.

სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­ნი­ე­რი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მჯე­რა. ეს მა­გა­რი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც აყ­ვა­ვე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი აქვს. მჯე­რა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა (სად არ არის იგი?) მშვი­დო­ბი­ა­ნად და სა­სი­კე­თოდ გა­და­წყდე­ბა.

მაგ­რამ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, აი, ეს პა­ტიმ­რო­ბა და ტან­ჯვა სა­ში­ნე­ლი და უგუ­ლოა. ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს ურტყამს, გან­ვი­თა­რე­ბას ურტყამს, ნორ­მა­ლუ­რი მო­მავ­ლის შან­სებს ამ­ცი­რებს. მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ცი­რებს და ქვე­ყა­ნას სიბ­რა­ზით ავ­სებს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ავად არის და სი­მუ­ლა­ცი­ა­ზე ყვე­ლა სა­უ­ბა­რი სი­სუ­ლე­ლეა. და­მი­ჯე­რეთ ცი­ხეს ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა მი­აქვს და დიდი სის­წრა­ფით… მისი სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მოშ­ვე­ბა გა­ნა­ჩე­ნის გა­და­ვა­დე­ბით ან რამე მსგავ­სის გა­კე­თე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მხა­რე­ებს კა­ნო­ნი და­იც­ვან და სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ - ეს იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე სწო­რი რამ…მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა ოპო­ნენტს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი შე­წყა­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლო­ბის სუ­ლით ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გან.

"ნე­ტარ იყ­ვნენ მო­წყა­ლე­ნი, რა­მე­თუ იგი­ნი შე­ი­წყალ­ნენ", - წერს ნა­ვალ­ნი „ტვიტერზე“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა