თეგებით ძიება

ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალდებულებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საქმეზე, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, ბრალდებულებს პატიმრობის ვადა 8 ივლისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე რვა პირია დაკავებული. მათგან რუსეთის 5, უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე, გამოვლენილია ტერაქტის მომზადების 12 თანამზრახველი, კრემლის მტკიცებით, მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა - სანდრო ინასარიძე და ვინმე ლევანი.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ აფეთქება უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დაგეგმა.

ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი, ანექსირებულ ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ის გასული წლის 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა