წყალტუბოში მაღაზია გახსნამდე გაქურდეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოფშკვითეში, მაღაზია, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო, დილით გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა მაღაზიათა ქსელ “დეილის” ფილიაში მოხდა. წაღებულია თამბაქო და ალკოჰოლი.
მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.