საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-ბათუმის ავტობანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-ბათუმის ავტობანის პარალიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაზუსტს უწოდებს.
მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებამდე, დროებით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ძველი მიმართულებით, ლანჩხუთი-ჯაპანას მონაკვეთზე გადაერთო, საიდანაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
აღნიშნული შეზღუდვა 14 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.
“ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი, ავტობანთან მისასვლელი გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს ზამთრის პერიოდის შემდგომ გაჩენილი ორმოულების შეკეთების და გზაზე არსებული ჭის თავების გამოცვლა-გასწორების სამუშაოები, რის შესახებაც ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო (http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1680869943&pid=1388404621)
სამუშაოები მიმდინარეობს მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში და სრულდება ხვალ, 14 აპრილს.
სამუშაოების დასრულებამდე, დროებით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ძველი მიმართულებით, ლანჩხუთი-ჯაპანას მონაკვეთზე გადაერთო, საიდანაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
აღნიშნული შეზღუდვა 14 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.
რაც შეეხება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, იგი გამოწვეულია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვით, რომლის მიხედვითაც, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად.
შესაბამისად, ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი არის აგებული ტყუილზე, დამახინჯებულ ფაქტებზე, არასრულ ინფორმაციაზე და ემსახურება საკუთარი მაყურებლის შეცდომაში შეყვანას სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.