თეგებით ძიება

"ივა­ნიშ­ვილს სურს, ხელ­ში ჩა­იგ­დოს და და­ხუ­როს "ფორ­მუ­ლა“ - რას წერს ვახო სანაია?

ჟურ­ნა­ლის­ტი, ვახო სა­ნა­ია, "ფორ­მუ­ლას" მფლო­ბე­ლი­ს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნებს ეხმაურება და წერს.

"სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­შუ­ქე­ბის გარ­და, ვფიქ­რობ, უნდა გა­გაც­ნოთ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. შე­ამ­ჩნევ­დით, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სხვა თე­მებ­ზე არა­ფე­რი და­მი­წე­რია, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ჯერ ფორ­მუ­ლას გარ­შე­მო უნდა გი­თხრათ ჩემი მო­საზ­რე­ბა.ცოტა ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­მი­ვა.

არ და­ვი­წყებ იმის ახ­სნას, ზო­გა­დად რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია BBC-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­დუქ­ტი. მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი არას­დროს ვიქ­ცე­ვით ისე, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ან მისი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის, CNN-სა თუ მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ.

1. გა­მო­ძი­ე­ბა ქოლ-ცენ­ტრე­ბის პრობ­ლე­მა­ზე დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ესაა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია სა­ქარ­თვე­ლოც. ამ თე­მა­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დია წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა BBC-ზეც გა­მოქ­ვეყ­ნდა და იქ გა­მოთ­ქმუ­ლია დაშ­ვე­ბე­ბი "ფორ­მუ­ლას" დამ­ფუძ­ნებ­ლის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­და­პი­რი სამ­ხი­ლე­ბი მა­სა­ლა­ში მოყ­ვა­ნი­ლი არ იყო, ჩვენ­თვის ცხა­დია, ეს ამ­ბა­ვი უაღ­რე­სად სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

2. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ერთი სა­კი­თხი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი იუ­რის­დიქ­ცი­ის სივ­რცე­ში ცხოვ­რობს, მათ შო­რის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გა­ნა­ცხა­და, რომ ცხა­დია, ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, თუკი ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა იქ­ნე­ბა. ბრი­ტა­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ეს არ არის ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი ნდო­ბა არა აქვს. იქ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღე­ბა ისე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, იმგვა­რად, რო­გორც ეს მოხ­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, რაც მიზ­ნად "ფორ­მუ­ლას" ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­სა და მერე მის და­ხურ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

3. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა უარ­ყო ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი BBC-ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა­ში გა­მოთ­ქმულ დაშ­ვე­ბებ­სა და ვა­რა­უ­დებ­თან თუ აღ­წე­რილ სქე­მებ­თან და მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ არას­დროს ჰქო­ნია რა­ი­მე კავ­ში­რი ქოლ-ცენ­ტე­ბის არა­ლე­გა­ლურ ბიზ­ნეს­თან.უფრო მე­ტიც, გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვად­ვე მი­მარ­თავს სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კე­ტებს, და­ამ­ტკი­ცოს, რომ BBC-ის მა­სა­ლა­ში აღ­წე­რი­ლია სა­კი­თხე­ბი მას­თან არ არის სემ­ხებ­ლო­ბა­ში და მას და­ა­დას­ტუ­რებს.

შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ლო­ბა ასე­თია: ერთი მხრივ, BBC-ზე გა­მოქ­ვეყ­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­მუ­შე­ვა­რი, მე­ო­რე მხრივ, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და, მე­სა­მე, არ­სე­ბობს ობი­ექ­ტუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ევ­რო­პის მას­შტა­ბით, რომ­ლის მხრი­დან და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ობი­ექ­ტუ­რი მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რა შემ­თხვე­ვა­შიც თა­ვად კე­ზე­რაშ­ვი­ლი მზა­დაა სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ და თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამას მკა­ფი­ოდ ამ­ბობს.

4. თუ გა­მო­ძი­ე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და რე­ა­ლო­ბა ობი­ექ­ტუ­რი ევ­რო­პუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით დად­გინ­დე­ბა, ამა­ზე იქ­ნე­ბა იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი "ფორ­მუ­ლას" მო­მა­ვა­ლიც. სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს ყვე­ლა­ფერს ამ არხსა და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ნამ­დე კი ცხა­დია, გან­ვაგ­რძობ ფორ­მუ­ლას გუნდთან ერ­თად ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტექსტს, რო­მე­ლიც BBC-ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­შია შექ­მნი­ლი.ივა­ნიშ­ვი­ლის მორ­ჩი­ლი სა­სა­მარ­თლოს ხე­ლით და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა. ამას მე კი არა, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ობი­ექ­ტუ­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ. მისი გვა­რი, რო­გორც მე­დი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რი­შებ­ში ხვდე­ბა; სა­უ­ბა­რია ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მხრი­დან დას­კვნებ­სა და გან­ცხა­დე­ბებ­ში.

ეს ისე­დაც ცხა­დია ყვე­ლას­თვის - ივა­ნიშ­ვილს სურს, ხელ­ში ჩა­იგ­დოს და და­ხუ­როს "ფორ­მუ­ლა". უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ად­ვო­კა­ტი­სა და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ხე­ლით, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლის მან­ტი­ა­ში გა­მო­ე­წყო, გა­მო­ი­ტა­ნა უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მთლი­ა­ნად უარ­ყო უტყუ­ა­რი ფოტო-და ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი. ერთი სი­ტყვით, ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა ,"ფორ­მუ­ლას და­სა­ხუ­რად".

თით­ქოს არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა წვრთვნა, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და და ამის კად­რე­ბი არ­სე­ბობს.ახლა თა­ვად "ფორ­მუ­ლას" შე­სა­ხებ.მი­მაჩ­ნია, რომ "ფორ­მუ­ლა" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლატ­ფორ­მაა, რომ­ლის და­ხურ­ვა ივა­ნიშ­ვილს გზას უხ­სნის მე­დი­ა­სივ­რცის მთლი­ა­ნად და­სა­პყრო­ბად. ამ არ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა ივა­ნიშ­ვილს აძ­ლი­ე­რებს და გვა­სუს­ტებს ჩვენ ყვე­ლას, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გია რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის.ფორ­მუ­ლას აქვს სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს უჭერს მხარს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ამ არ­ჩე­ვანს ხელი შე­უ­წყოს. ეს ფორ­მუ­ლას ძლი­ე­რი მხა­რეა. აქ მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თა­ვად წყვე­ტენ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მათი გა­და­ცე­მის ში­ნა­არ­სი და ამა­ში ვე­რა­ვინ ერე­ვა. აქ ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გარ­შე­მო.განა არ შე­მეძ­ლო, უსაფრ­თხო და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ სივ­რცე­ში მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ავირ­ჩიე ის, რაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა - არ შე­ვე­გუ­ოთ რუ­სულ რეპ­რე­სი­ულ რე­ჟიმს თუნ­დაც ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კის ფა­სად და, ამას­თა­ნა­ვე, ვი­მუ­შა­ვო პრო­ფე­სი­უ­ლად თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში.

"ფორ­მუ­ლა" შე­იქ­მნა და შე­იკ­რა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გარ­შე­მო და არა იმ ნიშ­ნით, რო­გორც პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არ­ხე­ბი.

ჩემ­თვის გა­დამ­წყვე­ტია რე­პუ­ტა­ცია.

სწო­რედ ამი­ტომ ყო­ველ­თვის გახ­სნი­ლი ვარ კრი­ტი­კის მი­მართ, ეს არხი შეც­დო­მებ­ზეც სწრა­ფად რე­ა­გი­რებს. სწო­რედ რე­პუ­ტა­ცი­აა ის სა­კი­თხი, რის გა­მოც ქოლ­ცენ­ტე­ბის სა­კი­თხზე იქ­ნე­ბა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაა, რომ BBC-ის სა­კი­თხი ჩვენ­თვის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ეს უნდა და­ად­გი­ნოს ევ­რო­პულ­მა მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბამ და ამ ნა­წილ­ში, რო­გორც დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ­ბობს, მზა­დაა, და­ა­დას­ტუ­როს, რომ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს ქოლ-ცენ­ტრე­თან. სხვა­თა შო­რის, ფორ­მუ­ლას არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ამ პრობ­ლე­მა­ზე.ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო.

ფორ­მუ­ლას წი­ნა­შე სამი სა­კი­თხი დგას. აქე­დან ორი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ერთი კი თა­ვად ფორ­მუ­ლა­ზე:

1. უცხო­ურ­მა ობი­ექ­ტურ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს ქოლ-ცენ­ტრე­ბის თემა.

2. ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სულ სხვა და აბ­სურ­დუ­ლი საქ­მის აპი­რებს არ­ხის და­ხურ­ვას­და

3. ფორ­მუ­ლა მუ­შა­ობს ისე, რო­გორც ამას აქამ­დე აკე­თებ­და.

რად­გან ეს ჩემი პი­რა­დი სტა­ტუ­სია, ვი­ტყვი - მე, რო­გორც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ამ მე­სა­მე პუნ­ქტის ნა­წილ­ში სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებ.

"ფორ­მუ­ლას" გა­რე­შე რუსი ოლი­გარ­ქი უფრო ძლი­ერ­დე­ბა;"ფორ­მუ­ლას" არ­სე­ბო­ბით კი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცო­ტა­თი უფრო ძლი­ე­რია.ამი­ტომ : გვჭირ­დე­ბა სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა და ობი­ექ­ტუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი რე­ა­ლო­ბა." - წერს ვახო სა­ნა­ია "ფე­ის­ბუ­ში.

ცნობისათვის, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა