„ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს წყვეტს ივანიშვილი“ - ვახო სანაია
ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ პატიმრების - ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, არა პრეზიდენტი, არამედ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.
„ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს წყვეტს ივანიშვილი. თუ ოდესმე სალომე ზურაბიშვილმა აქტი გამოსცა, უნდა გვესმოდეს - ე.ი ამ ნაბიჯის გადადგმა სწორედ ოლიგარქს დასჭირდა გარკვეული გარემოებების გამო“, - წერს სანაია.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა სააღდგომოდ 10 მსჯავრდებული შეიწყალა.