„დაუმსახურებელი საჩუქარია ჩემთვის, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში თავის პორტრეტს აქვეყნებს და წერს.
„დღეს კიდევ ერთი პორტრეტი დამახვედრა შესანიშნავმა მოსწავლემ. ცხადია, მე გამოქვეყნება არასდროს დამეზარება და ძალიანაც მადლობელი ვარ, დაუმსახურებელი საჩუქარია ჩემთვის. თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა: დღეს ისეთი კარგი მასწავლებელი ახლდა, სრულიად გამორიცხულია, მაგრამ სხვა შემთხვევებისას, იმედია, პედაგოგები არ ავალებენ ჩემს დახატვას მოსწავლეებს. ასე, როცა გაიზრდება, ძალიან ცუდად გავახსენდები - ყველაზე ნაკლებად კი ეგ მინდა.
ჰოდა, ნუღარ დამხატავთ ბავშვებო - უამრავი ვინმე და რამეა დასახატი. მე ის უფრო გამიხარდება, წიგნებს რომ წაიკითხავთ, თქვენთვის რომ მომაქვს", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.