თეგებით ძიება

„როგორ უნდა მოიხმაროთ მოხუცების მოპარული ფული? ადამიანობა არ შეგრჩათ?“ - რას წერს გოგა ჩანადირი?

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

„ფაქტია, რომ ევროპელი სამართალდამცავებისთვის ე.წ თაღლითური ქოლცენტრების კვალი ბევრჯერ მოვიდა საქართველოში.

პირადად ჩემთვის ეს არის უაღრესად შეურაცხმყოფელი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რაღაც ყალბი კომპანიებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით უცხოელ პენსიონერებს დანაზოგებს ჰპარავენ.

ეს ყველაფერი ჩემთვის სამარცხვინო და დამაცირებელია. წარმოიდგინეთ, თქვენს საკუთარ ბებიას ან პაპას ვინმემ მთელი ცხოვრების ნაწვალები დანაზოგი რომ წაღლიტოს, ამას თავად ის კი არა, თქვენც ვერ შეხედავთ მშვიდად.

მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო - დაწყებული კომპანიის ჩამოყალიბებით და გაგრძელებული ტელეფონზე დამრეკავებით.

არ გამიკვირდება, ამ მავნებლურ და შემარცხვენელ საქმეში ყოფილი და ახალნდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც რომ ფიგურირებდნენ.

როგორ უნდა მოიხმაროთ მოხუცების მოპარული ფული?

ადამიანობა არ შეგრჩათ?“ - წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისათვის, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა