"მრცხვენია. შეგიძლიათ, ჩამქოლოთ..." - რას წერს ინგა გრიგოლია?
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებას ეხმაურება და წერს, რომ ეგონა, სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" გენდირექტორს შეიწყალებდა.
"მაინც ბრიყვი ვარ რა, ბოლომდე მჯეროდა, რომ სააღდგომოდ პრეზიდენტი ნიკას შეიწყალებდა, მრცხვენია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი. შეგიძლიათ ჩამქოლოთ," - წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა.
წყარო: ჯორჯიან თაიმსი