თეგებით ძიება

ახალციხეში სამი ტყუპი დაიბადა

ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი ტყუპი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ურაველში მცხოვრებ ირინა მელიქიძეს ერთი ბიჭი და ორი გოგონა შეეძინა.

პატარები დღეს, 13 აპრილს, საკეისრო კვეთით დაიბადნენ. დედა და შვილები თავს კარგად გრძნობენ.

მშობლებმა პატარებს ლილე, ევა და ალექსანდრე დაარქვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა