თეგებით ძიება

არასოდეს უთხრათ საკუთარ თავს, რომ თქვენი შანსი საბოლოოდ დაკარგეთ

23 წლის ასაკში თინა ფეი YMCA-ში [მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და უძველეს ახალგაზრდულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში] მუშაობდა.

23 წლის ასაკში ჟურნალისტი ოპრა უინფრი თავისი პირველი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

27 წლის ასაკში ვინსენტ ვან გოგმა ვერ შეძლო მისიონერობა და გადაწყვიტა სამხატვრო სკოლაში სწავლა.

30 წლის ასაკში ჰარისონ ფორდი დურგალი იყო.

30 წლის ასაკში მართა სტიუარტი მებირჟე იყო.

ჯულია ჩაილდმა თავისი პირველი კულინარიული წიგნი 39 წლის ასაკში

გამოუშვა, ხოლო საკუთარი კულინარიული შოუ 51 წლის ასაკში დაიწყო.

ვერა ვანგი ვერ მოხვდა ოლიმპიური ფიგურული სრიალის გუნდში, ვერ დაიკავა Vogue-ში მთავარი რედაქტორის პოზიცია, პირველი კაბის დიზაინი კი 40 წლის ასაკში დაამზადა.

სტენ ლიმ პირველი დიდი კომიქსების წიგნი 40 წლის ასაკში დაწერა.

ალან რიკმანმა 42 წლის ასაკში შეწყვიტა გრაფიკული დიზაინის კარიერა და ის მსახიობი გახდა.

სამუელ ელ ჯექსონს ფილმში თავისი პირველი როლი 46 წლამდე არ მიუღია.

კეტრინ ბიგელოუმ საერთაშორისო წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწია, როცა 57 წლის ასაკში The Hurt Locker-ი [„ქარიშხლის მბრძანებელი“] გადაიღო.

ბებია მოზესს მხატვრობის კარიერა 76 წლამდე არ დაუწყია.

ლუიზ ბურჟუა ცნობილი მხატვარი 78 წლის ასაკში გახდა.

რა ოცნებაც უნდა გქონდეთ, მისი ასრულება დაგვიანებული არასოდეს არის.

თქვენ არ ხართ წარუმატებელი, რაკი 21 წლის ასაკში ვერ მოიხვეჭეთ დიდება და სიმდიდრე. მაშინაც კი, თუ დღეს ბურგერების მზარეული ხართ, ოფიციანტი ხართ ან სატელეფონო ზარებს პასუხობთ, არასოდეს იცით, სად მოხვდებით ხვალ.

არასოდეს უთხრათ საკუთარ თავს, რომ თქვენი შანსი საბოლოოდ დაკარგეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა