ტრაგედია რუსთავში - აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა, ახალგაზრდა კაცს კი დახმარება სჭირდება
ტრაგედია რუსთავში - საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 65 წლის ასაკის ქალი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა.
65 წლის პაციენტს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, მას სხეულის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, მძიმეა გარდაცვლილი ქალის შვილიშვილის, 30 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც ამავე აფეთქების დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცს სხეულის 40% აქვს დამწვარი.
შეგახსენებთ, აფეთქება მე-6 მიკრორაიონში არსებულ კორპუსში 1 თვის წინ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.