თეგებით ძიება
14. 04. 2023 მსოფლიო

არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას - ბორელი რუსეთ-უკრაინის ომზე

ევროკავშირისთვის უკიდურესად რთული იქნება ნდობის შენარჩუნება, თუ ჩინეთი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ომის დასრულებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას, რადგან პატივს ვცემ ჩინეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თუმცა მეგობრულად მინდა, ვუთხრა, რომ ევროკავშირისთვის უკიდურესად რთული იქნება ნდობის შენარჩუნება, თუ ჩინეთი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ომის დასრულებისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა