კაცმა ჯერ მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - შსს სუპერმარკეტში მომხდარ თავდასხმის საქმეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში", გუშინ, გვიან ღამით მომხდარი თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცმა ჯერ მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მაღაზიაში მყოფ მომხმარებლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.