სამწუხარო ინფორმაცია - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი?
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.
29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, წინა ხაზზე ინტენსიური ბრძოლისას სავარაუდოდ ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
გარდაცვლილ მებრძოლს თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში დაასვენებენ, შემდეგ კი გორის რაიონის სოფელ ზერტში გადაასვენებენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.