თეგებით ძიება
14. 04. 2023 მსოფლიო

გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა რუსეთის აგრესია უკრაინაში დასრულდეს - ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პეკინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.

"გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს რუსეთის აგრესია უკრაინაში", - აცხადებს ბერბოკი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა