შრომით, ერთმანეთის გვერდში დგომით, ქრისტეს სიყვარულით - როგორია მონაზვნის ცხოვრება და სააღდგომო სამზადისი?
შრომით, ერთმანეთის გვერდში დგომით, ქრისტეს სიყვარულით სწორედ ასე ემზადებიან, მონაზვნები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის.
განთიადისას, როცა ირგვლივ სიჩუმეა, დედები ნისლში ჩაფლული მონასტრისკენ მიემართებიან. მზის ამოსვლას აქ, ცისკრის ლოცვა ასწრებს.
ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში დედების ვედრების ხმა ისმის. ასე იწყება ღვთისმსახურება წმინდა თეკლას დედათა მონასტერში.
მონასტერი გურიაში მდებარეობს. სალოცავის აშენებას სევდიანი ისტორია აქვს.
აქ, ერთ ოჯახში გარდაიცვალა გოგონა, სახელად თეკლა. ძმამ მშობლების სანუგეშოდ გადაწყვიტა აეგო ტაძარი და მონასტერი.
იღუმენია ეფემია 18 წლის იყო, როცა საერო ცხოვრებაზე უარი თქვა და საკუთარი თავი უფალს მიუძღვნა. 12 წელია ყველაზე რთულ გზას მიჰყვება.
როგორ ცხოვრობს ერთი მონაზონი და ორი მორჩილი წმინდა თეკლას დედათა მონასტერში - შრომით, ერთმანეთის გვერდში დგომით, ქრისტეს სიყვარულით და როგორ ემზადებიან დედები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის.