თეგებით ძიება

დედამიწაზე პატარა ტბების რაოდენობა იზრდება - ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში, პატარა ტბების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მათივე ცნობით, აღნიშნული შემაშფოთებელი ამბავია, თუ გავითვალისწინებთ, რა ოდენობის სათბურის აირებს გამოყოფენ მტკნარი წყლის რეზერვუარები.

მკვლევართა განცხადებით, 1984-დან 2019 წლამდე, ტბების ზედაპირის გლობალური ზომა 46 000 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ოდნავ მეტია დანიის ფართობზე.

„ბოლო ათწლეულებში ტბებს დიდი და სწრაფი ცვლილებები შეეხო, რაც გავლენას ახდენს სათბური აირების რაოდენობაზე, ეკოსისტემებსა და წყლის რესურსებთან წვდომაზე“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ეკოლოგი ჯინგ ტანგი.

მისი განცხადებით, ეს ახალი ცოდნა ტბების განვრცობისა და დინამიკის შესახებ, მათ მიერ გამოყოფილი ნახშირბადის ოდენობის უკეთ დათვლის საშუალებას გვაძლევს.

ტბების გლობალური საფარის შესაფასებლად, მათ თანამგზავრული ფოტოებისა და ღრმა დასწავლის ალგორითმების კომბინაცია გამოიყენეს. მონაცემებში შეიყვანეს ჯამში 3,4 მილიონი ტბა.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა