სოფელ გომთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა
სოფელ გომთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გომთან 14 აპრილს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, ექვსი ადამიანი დაშავდა.