რუსებმა სლავიანსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - დაიღუპა 9 ადამიანი
უკრაინის, ქალაქ სლავიანსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, დაბომბვის ფაქტზე წინასწარი გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას“ გულისხმობს.