თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა გამოიჩინა და უარი თქვა მეორე ფრონტზე - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთის ინტერესებშია მეორე ფრონტი გახსნან საქართველოსა  და მოლდოვაში.

"ამ ფაქტების ერთობლიობა არავის აძლევს მოდუნების საშუალებას, ჩვენ ყურადღებას არც ვადუნებთ, ყველაფერ ამას ვხედავთ და ვითვალისწინებთ გეგმების დაწყობისას - სამხედრო-პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობებში“, - განაცხადა ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტისას. 

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა დაინახა საქართველოში "მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობები, მაგრამ მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობიანი მიდგომა გამოიჩინა და ამაზე უარი თქვა. 

"იმის ნათელი დემონსტრირება, თუ როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელისუფლებას, მოლდოვაში გამოჩნდა, როცა პრეზიდენტისა და ხელისუფლების პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ გამოვიდა ხალხი და პროტესტი დაიწყო ეკონომიკური განვითარების ინტერესების იგნორირების გამო. დასავლეთმა ეს თითქმის ისე წარმოაჩინა, როგორც კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობა. ამავე პერიოდში საქართველოში პროტესტი იყო სრულებით ცხადი და გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობდა - თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობით ხარ დაკავებული და დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებ, გთხოვთ გაგვაგებინეთ, საიდან არის ეს ფულიო“, - განაცხადა ლავროვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა