"მე და ალექსეი ნავალნი პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ“ - მიხეილ სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ალექსეი ნავალნის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და რუს ოპოზიციონერს გადარჩენა და ციხიდან გათავისუფლება უსურვა.
"ალექსეი ნავალნისთან, ჩემი ღრმა რწმენით, იმის მომავალ პრეზიდენტთან, რაც მოკლე დროში დარჩება რუსეთისგან, მე ორი მომენტი მაერთიანებს: ის, რომ ჩვენთვის, ორივესთვის, ერთნაირად მიუღებელია კორუფცია, და ის, რომ ჩვენ, ორივე, ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ. ვუსურვებ ალექსეის გადარჩენას, თავისუფლებაზე გამოსვლას და სასურველი მიზნის მიღწევას“, - აცხადებს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნიმ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწოდა და 2008 წელს დაფიქსირებული პოზიციის გამო ქართველებს ბოდიში მოუხადა.