თეგებით ძიება
15. 04. 2023 მსოფლიო

უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია.

"შეხვედრა გავმართე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, უკრაინისა და ნატოს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობაზე. შინაარსიანი შეხვედრა იყო - უმაღლესი რადას თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, საგარეო საქმეთა მინისტრის, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკის და ოფისის ხელმძღვანელს მონაწილეობით. აშკარაა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია და არ მსურს, რომ მოძველებულმა ილუზიებმა, რომლებიც მანამდე ალიანსისკენ ჩვენს მოძრაობას აფერხებდნენ, ახლაც გააგრძელონ უკრაინისთვისა და პარტნიორებისთვის დროის წართმევა“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა