თეგებით ძიება

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია..." - რას აბრალებენ ლელა კაკულიას?

წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ლელა კაკულიას სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

"მეგობრებო, 

ინტერნეტით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქალბატონმა ლელა კაკულიამ "გიორგი ბრწყინვალის" ვინაობა დაასახელა და "აღიარა", რომ ეს ლევან ხაბეიშვილია.

კატეგორიულად ვაცხადებთ: ქალბატონ ლელას ასეთი რამ არ უთქვამს!

საერთოდ ლევან ხაბეიშვილზე ერთი სიტყვაც არ აქვს ნაწინასწარმეტყველები და გამოქვეყნებული!

გავრცელებული ხმები  არის წმინდა წყლის ტყუილი, აბსურდი, რომელიც  ვიღაცის "პოლიტიკურ თავში" მომწიფდა და მერე რაღაც გაუგებარ პორტალზე იშვა.

უბრალოდ, ვიღაცები ფუჭად ოცნებობენ - ძალიან ფუჭად!

წინასწარმეტყველების მორგება შეუძლებელია!

"გიორგიბრწყინვალე" აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა და ამას ვერავინ გადააკეთებს თავის გემოზე. 

და საერთოდ: ლელა კაკულიას ყველა  წინასწარმეტყველება  ქვეყნდება აქ. ინფორმაცია, რომელიც ამ გვერდზე არ იდება და მხოლოდ საეჭვო წყაროებით ვრცელდება,  შეთხზულია!!!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა