"გთავაზობთ ფეხბურთთან დაკავშირებულ ბარბარიზმებსა და მათ ქართულ შესატყვისებს" - გოგა ჩანადირი
ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი ფეხბურთთან დაკავშირებულ ბარბარიზმებს სოციალურ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"გთავაზობთ ფეხბურთთან დაკავშირებულ ბარბარიზმებსა და მათ ქართულ შესატყვისებს.
სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ტელეკომენტატორებისგან ისმის.
სულაც არ არის საჭირო კიპერის, ვინგერის, სეივის, რეფერისა და მისთანების თქმა საჭირო.
შტანგა - ძელი, ხარიხა
კომპენსირებული დრო - დამატებული დრო
ფანი, ბალელშჩიკი - გულშემატკივარი, ქომაგი
რიკოშეტი - ასხლეტილი
რეფერი - მსაჯი
ვიდეორეფერი - ვიდეომსაჯი
კიპერი - მეკარე
ვინგერი - გარემარბი
პრესინგი - წნეხი
სეივი - მოგერიება
დირკა - ფეხებშუა (ამ შემთხვევაში)
მატაობა - თრევა (ბურთის)
კრაი - ფრთა
შიპი - ქაცვი
ქამბექი - დაწევა, ამოქაჩვა, თამაშში დაბრუნება
პასი - გადაცემა, გადაწოდება
ფორვარდი - თავდამსხმელი
ნიჩია - ფრე
ფინტი - ცრუმოძრაობა
პადკატი - ვარდნა
ზამენა - შეცვლა
ოფსაიტი - თამაშგარე", - წერს ჩანადირი.