თეგებით ძიება

ცხოვრება ჩემთვის კარგი მასწავლებელია - ანდრეა ბოჩელი

სრული სახელი: ანდრეა ანხელ ბოჩელი

დაბადების თარიღი: 1958 წლის 22 სექტემბერი

დაბადების ადგილი: ლაიატიკო, ტოსკანა, იტალია

პროფესია: ოპერის მომღერალი, კომპოზიტორი

- როგორც ჩვენი თაობის ერთ-ერთ დიდებულ საოპერო მომღერალს, რა გასწავლათ ოპერამ ცხოვრებაზე?

- ეს არის „ტრეინინგი“, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ჩემი მშობლები მეუბნებიან, რომ ბავშვი ვიყავი, როდესაც ლოგინში ვიწექი და ძლიერი ემოციური რეაქცია მქონდა მუსიკაზე! აღფრთოვანებული ვიყავი ხმებით! ჯერ არ მქონდა საჭირო გამოცდილება მათ შესაფასებლად. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ოპერამ მომცა ძალა, გმირობისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ოპერას ადამიანში ემოციების გაღვიძების უნარი აქვს - გვასწავლის სიყვარულის ენას, გრძნობის, რომელსაც ჩვენ ყველა განვიცდით გლობალურ დონეზე, ემოცია, რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრებისეული მოტივაციაა. მუსიკა ჩემთვის სასურველი ნუგეშისა და შინაგანი სიმდიდრის წყაროა. ხელოვნების ნებისმიერი ფორმა შეიძლება იყოს სულის ბალზამი“.

- შეგიძლიათ დაასახელოთ თქვენი ცხოვრების პერიოდი, როდესაც მუსიკა სირთულის გადალახვაში დაგეხმარათ?

- მაგალითად, როცა მამა გარდამეცვალა ან რთულ პერიოდი იყო ისიც, როცა შვილებთან იმდენ დროს ვერ ვატარებდი, რამდენიც მინდოდა... ეს მტკივნეული მომენტი იყო, რის შედეგადაც ჩემი კარიერისადმი ენთუზიაზმი დავკარგე. თუმცა ამ შემთხვევაშიც მუსიკა მნიშვნელოვანი ნუგეში იყო. ცოტა ხნის წინ, პანდემიის ბნელ პერიოდში, ჩემი ახალი ალბომისთვის („Believe“) "Ave Maria"-ს ვერსია დავწერე, რომელიც პირდაპირ ჩემი სულიდან გადმოვიდა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის მუსიკა ასეთი ეფექტური მკურნალი?

- ზოგადად, ვფიქრობ, რომ ხელოვნების ყველა ფორმა, დღეების შემოქმედებითად გატარება, გვეხმარება. აი რა არის ხელოვნება, როცა ის სიკეთეს უკავშირდება. როგორც მუსიკოსი, ალბათ სუბიექტური ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მუსიკის ენა განსაკუთრებულია იმით, რომ მიჰყვება ბილიკებს, რომლებიც აღწევს ჩვენი ფსიქიკის ყველაზე ინტიმურ სფეროებში, ხელს უწყობს ჩვენს სულიერ განვითარებას… 2000 წლის წინ ცნობილმა რომაელმა პოლიტიკოსმა, კატონ უმცროსმა, შემთხვევით არ გააფრთხილა ჯარისკაცები, რომ არ მოესმინათ მუსიკისთვის, რადგან ეს ომისთვის შეუფერებელი იქნებოდა!

როდესაც სცენაზე ხართ, თითქოს თოკზე ცოცავთ და უნდა შეეცადოთ წონასწორობის შენარჩუნებას. როდესაც თავს განსაკუთრებულად დაცულად გრძნობთ, შეგიძლიათ შეასრულოთ სამმაგი სალტო, ხოლო როდესაც რისკს გრძნობთ, თქვენს გამოცდილებას იყენებთ, რათა არ აგერიოთ ნაბიჯი.

სიმღერის ცოცხლად შესრულება შეხვედრის მომენტს გავს, რომელიც აძლიერებს ხელახლა ნახვის სურვილით გამოწვეულ წინასწარ სიამოვნებას, ეს ერთი და იგივე ჰაერის ჩასუნთქვა და ერთმანეთის პირისპირ ემოციების გაზიარებაა.

არსებითად, ოპერა ნამდვილი მსოფლიო მემკვიდრეობაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა