რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტში განგაში გამოცხადდა
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტზე განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, განგაშის გამოცხადება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იყო. ის ამბობს, რომ შემოწმების ძირითადი მიზანია პირობითი მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიება ზღვიდან.
"წყნარი ზღვის ფლოტმა ამ წვრთნებზე უნდა მოიგერიოს მასირებული სარაკეტო და საავიაციო იერიში, წყალქვეშა ნავების მოძიების და განადგურების ოპერაცია ჩაატაროს, შეასრულოს საარტილერიო სარაკეტო და ტორპედოების სროლა პირობითი მოწინააღმდეგის ფლოტის განადგურების მიზნით“. - განაცხადა სერგეი შოიგუმ.