თეგებით ძიება

"მამაკაცებს წვერის გაპარსვა აეკრძალათ..." - რას წერს რომან გოცირიძე?

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე თალიბანის მიერ ახალი კანონების შემოღების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას აცნობს.

"თალიბანმა ახალი კანონები შემოიღო, მათ შორის:

-ქალებს ეკრძალებათ ოჯახის წევრი მამაკაცის გარეშე სახლიდან 72 კილომეტრ რადიუსზე შორს გადაადგილება,

-ქალებს ეკრძალებათ 6 კლასზე მეტი განათლების მიღება, მათ შორის უმაღლეს სასწავლებელში,

-ქალებს მანამდეც ეკრძალებოდა მამაკაცებთან ერთად რესტორანში შესვლა, მაგრამ ეშმაკურ ხერხს მიმართავდნენ ორივე სქესის წარმომადგენლები-რესტორნის საერთო ეზოში იკრიბებოდნენ ერთად. ესეც აკრძალეს,

-და ბოლოს, მთავარი მიზეზი, თუ რატომ დავწერე ეს პოსტი-ეს კანონი ჩვენს მამაკაცებს უსპობს შანსს მსოფლიო ლიდერებში გაერიონ გაწვერიანების საქმეში-მამაკაცებს აეკრძალათ წვერის გაპარსვა. მიდი და შეეჯიბრე ახლა ამათ. გული არ უნდა გავიტეხოთ, ავღანეთისა და ირანის შემდეგ გვაქვს შანსები მესამე პოზიციაზე დავიმკვიდროთ ადგილი. არაა ადვილი, წინ პაკისტანია და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო, მაგრამ ევროპაში და ახლო სამეზობლოში ხომ პირველზე ვართ. 

დავეწევით და გავუსწრებთ!", - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა