თეგებით ძიება
15. 04. 2023 მსოფლიო

რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაიღუპა ორი ქალი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს.

თავდასხმას დედა-შვილი ემსხვერპლა. 

"აღდგომის წინა დღეს ხერსონში რუსულმა არმიამ დედა-შვილი მოკლა. ნაშუადღევს რუსული არტილერიამ ქალაქის ტაურიდის მიკრორაიონს დაარტყა. მტრის ჭურვები საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ რუსულმა დაბომბვამ 48 წლის ქალის და მისი 28 წლის ქალიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა“, - ნათქვამია განცხადებაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა