თეგებით ძიება

"ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია" - რა ინფორმაცია ვრცელდება ჭიათურელ გამომგონებლებზე? (ფოტოები)

სოციალურიქ სელის მომხმარებელი, მარიკა ხვედელიძე ვანდალიზმის ფაქტის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომჭიათურელი ბავშვების მიერ შექმილი "ჭკვიანი ურნა" დააზიანეს.

"ვანდალიზმი!

არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება ჰქონდეს ასეთ ამაზრზენ ფაქტს! რა უნდა ვთქვათ, როცა ჭიათურის  მულტიფუნქციური ცენტრის, რობოტიკის კურსის ბავშვების მიერ შექმნილი ჭკვიანი ურნა, რომელიც ორი დღის წინ დამონტაჟდა ჩვენს ქალაქში, ვიღაცებს თვალში არ მოუვიდათ და ასე დააზიანეს...

ურნა სენსორების დახმარებით ავტომატურად იმართებოდა, ბაქტერიებისგან თავდაცვის მიზნით ზედაპირი დისტანციურად იხსნებოდა...

პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით  განხორციელდა და მსგავსი ურნები უახლოეს პერიოდში ყველა უბანში უნდა დამონტაჟებულიყო.

ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია და იმედია, შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ, ვინ და რატომ ატკინა პატარა გამომგონებლებს ასე ძალიან გული.

გრცხვენოდეთ !", - წერს მარიკა ხვედელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა