თეგებით ძიება

"ღვთაებრივი ცეცხლი ყველაზე ნაკლები სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც..." - რას წერს პეტრე კოლხი?

მამა პეტრე (კვარაცხელია) იმ სასწაულებზე წერს, რომლებიც ყოველი ადამიანის ცხოვრებაშია.

"მთელი ჩვენი ცხოვრება სასწაულია…

ის, რომ ვსუნთქავთ, ცოცხალი ვართ და კიდევ ერთ აღდგომის დღესასწაულს ვეგებებით, უდიდესი სასწაულია…

ჩვენი ცოდვების და დაცემული ბუნების მიუხედავად, ღმერთი რომ არ გვტოვებს და ხელს წამოგვაშველებს, სასწაულია…

ხშირად რომ გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და ვიტყვით, მორჩა, აქ ყველაფერი მთავრდება, მაგრამ უხილავი ძალა ყველაფერს სასიკეთოდ ცვლის-სასწაულია…

ძალაგამოცლილები ისევ რომ ფეხზე ვდგებით და თავისუფლად  სიარულს ვახერხებთ-სასწაულია…

ღვთაებრივი ცეცხლი ყველაზე ნაკლები სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც ღმერთი ჩვენ ყოველდღიურობაში ახდენს. ჰოდა,  შევიგრძნოთ, დავაფასოთ და წლიდან წლამდე მარტო ნუ ველოდებით მას, რადგან ყოველწამს სასწაულების გარემოცვაში ვართ, უბრალოდ, აუცილებლად უნდა დავინახოთ!..", - წერს სასულიერო პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა