თეგებით ძიება

ლიფტი უცებ, მოწყვეტით ჩავარდა - პაციენტთან მისული სასწრაფოს 3 ექიმი შახტაში ჩავარდა

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა.

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივის ცნობით, შემთხვევის დროს ლიფტში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ექიმები იმყოფებოდნენ.

“გუშინ 3 ადამიანი შევიდა ლიფტში, საწრაფოს ექიმები და მესამე სართულიდან კარი დაიკეტა თუ არა, უცებ მოწყვეტით კაბინა ჩავარდა და გაჩერდა მესამე-მეორე სართულებს შორის. საშინელი ხმაური იყო. გავაღეთ ეს კარები და სასწრაფოდ ამოვიყვანეთ, დაიხურა თუ არა, ცოტა ხანში ლიფტმა ისევ ჩაიწია ცოტა. იმის საშიშორებაც იყო, რომ რაღაცა ცუდი მომხდარიყო ამოყვანის დროსაც, მაგრამ ჩვენ უფრო შეგვეშინდა, კაბინა კიდევ დაბლა არ ჩავარდნილიყო და რამე ცუდი შედეგით არ დასრულებულიყო.

ფერი ექიმებს არცერთს არ ედოთ. მთელი სამეზობლო აქ იყო, წივილ-კივილით შეიკრიბნენ იმიტომ, რომ ყველას თავისი ვიღაცა ეგონა. კედლები ზანზარებდა. ადრეც მოხდა რამდენჯერმე ეგრე”, – აცხადებს კორპუსის მცხოვრები.

როგორც გამოცემასთან ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსში” განმარტავენ, ლიფტი არ ჩავარდნილა.

“ლიფტი არ ჩავარდნილა, გაფუჭდა. ჩასმულია რეაბილიტაციის სიაში, ტენდერი გამოცხადებულია და როცა დაიწყება სამუშაოები, აღნიშნული ლიფტი გამოიცვლება”, – აცხადებენ "რუსთავის კორპუსში".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა