"უსაზღვროდ მიხარია..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი?
კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაყურებელთან შეხვედრის შესახებ წერს.
"უსაზღვროდ მიხარია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს კვლავ შევხვდები ჩემს უძვირფასეს მაყურებელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ჩვენი ახალი პროექტით “მეხსიერების ბარათი #2” უკვე მეცხრედ ვუმასპინძლებთ საზოგადოებას.
22 აპრილის კონცერტი ჩვენთვის მეტად განსაკუთრებული იქნება, რადგან მას “ცისფერი ტრიოს” თამაზ სეფერთელაძეს მივუძღვნით, საოცარ მეგობარსა და მუსიკოს-შემსრულებელს, რომლისთვისაც უკანასკნელი საკონცერტო პროექტი აღმოჩნდა ჩვენი კინომუსიკის საღამოები.
მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არ კლებულობს ინტერესი და დასწრების სურვილი, ჯერ არ ვიცით კიდევ როდის გავიმეორებთ ჩვენს ამ პროგრამას, ამიტომ ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ ჩვენი მუსიკალურ-ვიზუალური პერფორმანსი გირჩევთ არ გადადოთ და იჩქაროთ ბილეთების შეძენა, რადგან, როგორც ვიცი, თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა დარჩენილი.
ვაზიარებ biletebi.ge-ს ლინკს და აგრეთვე ჩვენი პროექტის ფარგლებში გადაღებულ ერთერთ ფოტოს, რომელიც დღეს უკვე ისტორიაა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქართული სასიმღერო მუსიკის ისტორიისთვისაც…", - წერს რაჭველი.