თეგებით ძიება

18 წლის ბიჭი უმისამართოდ ისროდა და ქალს შემთხვევით მოხვდა - ტრაგედიის ახალი დეტალები

კახეთში, ახმეტაში 71 წლის ქალს 18 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან ესროლა და მოკლა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო.

"შემთხვევითი მკვლელობა მოხდა, როგორც ვიცი ეს ბიჭი უმისამართოდ ისროდა, იმისკენ არ უსვრია, გაბრაზებული ისროდა ეზოში, როგორ მოხვდა ეს არ ვიცი. დიდი ხანია კონფლიქტია მათ შორის. მიწის წართმევაზე უჩიოდნენ, მთელი წლები“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი. 

დაპირისპირება, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

სავარაუდო ბრალდებული, რომელიც 18 წლისაა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ის პოლიციამ მალევე დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა