თეგებით ძიება

პრაქტიკული რჩევები თავდაჯერებულობის ასამაღლებლად

შეაჩერეთ თქვენი შინაგანი „კრიტიკოსი ხმა“. ყველას გვყავს ასეთი შინაგანი კრიტიკოსი - ხმა, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია, რომ ძალიან მსუქანი ვართ და მეგობრებზე ბევრად უფროსივით გამოვიყურებით.

შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ხართ მშვენიერი და გაქვთ მეგობრების გულდასმით მოსმენის უნარი. ეს უარყოფითი ხმა შენი მეგობარი არ არის.

თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩაიცვათ თქვენი საყვარელი და ეფექტური სამოსი, რომელიც გარშემომყოფების ყურადღებასაც იქცევს.

გაიღიმეთ! გადადით ახალ სიტუაციაში ღიმილით. როდესაც იღიმებით, მთელ სახეზე სხივები გეფინებათ და ადამიანებს სასაუბროდ იზიდავთ!

გაიგეთ თქვენი ძლიერი მხარეები. ჩვენი თავდაჯერებულობა იკლებს ყოველ ჯერზე, როცა ვმარცხდებით. მარტივი მაგალითი - მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარი ნამცხვარს იდეალურად აცხობს, არ ნიშნავს, რომ თქვენი მის მიერ გამომცხვარს ჩამორჩება.

იყავით მზად გამოწვევისთვის! რაიმე ახლის ცდა და იმის დადგენა, რომ ეს წარმატებით გამოგდით, შეიძლება ნამდვილი სტიმული იყოს, რათა შეცდომებს და წარუმატებლობას უფრო პოზიტიური ნოტით შეხვდეთ. იყავით საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი.

მეტი დრო გაატარეთ მხარდამჭერ ადამიანებთან. ზოგს უყვარს ჩვენი „წაქცევა“.

ისინი ჩვენს შინაგან კრიტიკოსებზე უარესები არიან - მუდმივად გვეუბნებიან, რომ რაღაც არ გამოგვივა, რადგან საკმარისად ინტელექტუალურები არ ვართ.

ნაკლები დრო გაატარეთ ადამიანებთან, რომლებიც არ იზიარებენ თქვენს ოცნებებს ან მიზნებს.

დაისახეთ პატარა მიზანი - თქვენ არ გჭირდებათ ფოკუსირება დიდ მიზნებზე, უბრალოდ, დაისახეთ რაღაც მცირე და მიღწევადი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა