თეგებით ძიება

აივანზე ავიდა ჩემი ცოლი და ამ დროს ესროლა, ვეღარ გადავარჩინეთ - რას ამბობს მოკლული ქალის ქმარი?

კახეთში, მოკლული ქალის ქმარი, ვალერიან ხარიტონაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი წლების წინ, თაღლითურად გაყიდული ბინა გახდა.

მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბაჩო ხაშმელაშვილი და მამამისი ცდილობენ, გარკვეული ფართობის მიწა მიითვისონ და ეზოს საზღვარი გადაწიონ. 

მოკლულ ქალსა და ბიჭს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, ხაშმელაშვილმა ისროლა მათი სახლის მიმართულებით, ქალი ეზოში იდგა, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"კარი დაკეტილი იყო, იქიდან გადმოვიდა, მეუღლე აქ იდგა კიბესთან, ესროლა, ვეღარ გადავარჩინეთ. ეს სახლი იყო მამაჩემის, შვილს აუშენა ის სახლი, ჩემი და გარდაიცვალა, სიძემ გააკეთა ყალბი საბუთები და გაყიდა. მას შემდეგ დავა იყო მაგაზე, იმ ყლაბი საბუთებით, მაინც დაუმტკიცეს ის ფართი, 1 000 კვადრატული მეტი, ახლა იმ ფართში აღარ ეტევა, აქეთ მინდა გადმოსვლაო", - ამბობს ვალერიან ხარიტონაშვილი.

ცნობისთვის, კახეთში, ახმეტაში 71 წლის ქალს 18 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან ესროლა და მოკლა.

სავარაუდო ბრალდებული, რომელიც 18 წლისაა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ის პოლიციამ მალევე დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა