თეგებით ძიება

დედაქალაქის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ  24 აპრილიდან თბილისში დაიწყება ქუჩების მორეცხვა, რასაც სისტემატური ხასიათი ექნება.

"ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან, ჩვენ, უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს, მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები, ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. მინდა დავავალო ჩემ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ამ პროექტის განხორციელება", - თქვა კახი კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა