თეგებით ძიება

კენჭისყრაზე არ გავა - შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა.

"იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც", - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ მოსამართლეს კორუფციული საქმიანობის გამო, სანქციები დაუწესა და შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქცირებული მოსამართლეები არიან ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა