თეგებით ძიება

რამხელა დანაკლისია, მთელი გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, შვილებს - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდა თანამშრომელი გარდაიცვალა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების თანამშრომელი, ლელა საბახტარიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ლელა, ათწლეულების მანძილზე, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა.

ლელა საბახტარიშვილის სახით სენაკმა დაკარგა ღირსეული და საამაყო მოქალაქე, კიდევ ერთი გამორჩეული შვილი.

ამ დიდ დანაკლისს, მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, შვილებს, კოლეგებს და ახლობლებს",- აღნიშნულია განცხადებაში.

47 წლის ქალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა