თეგებით ძიება

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან, შესაძლოა ლევან ხაბეიშვილი გადააყენონ - "ქრონიკა“

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა, პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს.

მათი ინფრომაციით, პარტია ამ წუთებშიც მსჯელობს იმაზე, ვინ იქნება პარტიის უკვე მომავალი თავმჯდომარე და როდის ჩატარდება მომავალი არჩევნები.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, განიხილება ორი კანდიდატურა, ესენი არიან პეტრე ცისკარიშვილი და ლევან ბეჟაშვილი.

ლევან ხაბეიშვილის გადაყენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად განიხილება ის, რომ მან არ იცის ინგლისური და ვერ ამყარებს პარტნიორებთან ურთიერთობას. ასევე, ლევან ხაბეიშვილის სამთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად გაიყო, მელიასა და ხაბეიშვილის მომხრეებად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა