თეგებით ძიება

გაყიდა ოჯახი, ეზოდან უნდოდათ ადგილის მიტაცება - რას ამბობს კახეთში მოკლული ქალის მეუღლე?

გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტაში მოკლული 71 წლის ქალის და სავარაუდო ბრალდებულის ოჯახს,  სადავო სახლი ჰქონდათ და დავა სასამართლო წესით მიმდინარეობდა.

„მამაჩემის აშენებული სახლი,  გაყიდა ჩემმა სიძემ, დაჭერილი ბიჭის ოჯახზე, ყალბი დოკუმენტებით. ვდაობდით სასამართლოში, მაგრამ მაინც მაგათ მიაკუთვნეს, კეთილსინდისიერი შემძენები არიანო. ახლა ეზოდან უნდოდათ ადგილის მიტაცება", - ამბობს მოკლულის მეუღლე.

ინფორმაციას გარდაცვლილი ქალის მეუღლე ადასტურებს. მოკლულის მეუღლის თქმით, წლების განმავლობაში,  დავა იმ საცხოვრებელ სახლზე მიმდინარეობდა, რომელიც მისმა სიძემ გაყალბებული დოკუმენტებით, სავარაუდო ბრალდებულის ოჯახს მიჰყიდა.

„მამაჩემის აშენებული სახლი,  გაყიდა ჩემმა სიძემ, დაჭერილი ბიჭის ოჯახზე, ყალბი დოკუმენტებით. ვდაობდით სასამართლოში, მაგრამ მაინც მაგათ მიაკუთვნეს, კეთილსინდისიერი შემძენები არიანო. ახლა ეზოდან უნდოდათ ადგილის მიტაცება", - ყვება მამაკაცი.

ქონებრივი დავის საკითხს ადასტურებენ მეზობლებიც, თუმცა ამტკიცებენ, რომ 18 წლის ბიჭი, როცა სავარაუდოდ, ქალი მოკლა, იარაღს უმისამართოდ ისროდა.

შეგახსენებთ,მკვლელობა, წუხელ, ახმეტაში მოხდა.

18 წლის ბიჭმა, 71 წლის ქალს სანადირო თოფიდან გასროლით, ჭრილობა სახის არეში მიაყენა.

დაჭრილი ქალი, ახმეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ დააკავა, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა