"გადავწყვიტე, ყველას დაგემშვიდობოთ. შეცდომაში რომ არავინ შეხვიდეთ, ჩემი სიკვდილი დააბრალეთ ჩემს ფობიას" - ტარიელ სუარი
მუსიკოსი, ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"მეგობრებო, გადავწყვიტე ყველას დაგემშვიდობოთ. შეცდომაში რომ არავინ შეხვიდეთ, ჩემი სიკვდილი დააბრალეთ ჩემს ფობიას, ძაღლების ფობიას, რომელიც წარმოუდგენლად გამიმძაფრა კონკრეტული ადამიანების დაჯგუფებამ, რომელსაც ჩემი სიკვდილის შემდეგ გამოძიება სავარაუდოდ დაადგენს და მისცემს მათ შესაბამის რჩევებს. ვინც არ იცით რას ნიშნავს ძაღლების ფობია... ვერც კი წარმოიდგენთ რა აუტანელია ეს დაავადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული დაჯგუფება მიზანმიმართულად გემუქრება რომ მოგიქსევენ ძაღლებს. გისურვებთ ყველას მეტ გონიერებას ...
თქვენგან მიტოვებული ტარიელ სუარი", - წერს ტარიელ სუარი.