თეგებით ძიება

სკოლაში შესვლა 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც შეეძლებათ - გიროგი ამილახვარი

განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სკოლაში შესვლა 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლებათ.

მისი თქმით, მშობელს შეეძლება ბავშვი შეიყვანოს სკოლაში, ან დატოვოს ბაღში, სურვილის შესაბამისად.

"სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, სკოლაში რეგისტრაციის გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ. გადავწყვიტეთ, რომ წელს ვინც დაბადებულია და შეუსრულდება 6 წელი პირველ ნოემბრამდე, უფლება ექნება შევიდეს სასკოლო განათლებაში. აქამდე ეს დაშვებული იყო 1-ელ ოქტომბრამდე და ვადას ვახანგრძლივებთ. პროცესი ინფრასტრუქტურულ პროცესებთან ერთად გაგრძელდება, ყოველწლიურად გავზრდით ამ ვადას და ვფიქრობთ, სამართლიანი გზაგასაყარია 31 დეკემბერი. ეს საკითხი მშობლებისთვის არის ნებაყოფლობითი, თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ შეიყვანონ სკოლაში, თუ დატოვონ ბაღში“, - განაცხადა მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა