თეგებით ძიება

"ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით... ჩემი რელიგია მაძლევს რამდენიმე მეუღლის უფლებას, ასე რომ წინა ქორწინება ისევ ძალაშია..." - რას წერს გიორგი ჩალაძე?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიორგი ჩალაძე ანი წითლიძესთან ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სახუმარო პოსტით ეხმაურება.

"სინამდვილეში ეს ამბავი იყო ასე:

ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით და გადავწყვიტეთ პოლონეთში გაგვეხადა საჯაროდ.

ამის გამო ვიყავით მთელი დელეგაცია ვარშავაში ( ნუ თან მიშას ჯილდო შევიძინეთ)

მეჯვარეები: პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ივერი ბალახაშვილი და იგორ ნარმანია.

ანის მხრიდან თვითონ იტყვის.

ახლა მაინც მიხვდებიან კოლეგა ოპოზიციონერები როგორ შეგვიშალეს ამ ბედნიერ დროს ხელი.

აქვე დავამატებ - ჩემი რელიგია მაძლევს რამდენიმე მეუღლის უფლებას, ასე რომ წინა ქორწინება ისევ ძალაშია. ერთი დიდი ნაციონალური ოჯახი ვართ", - წერს ჩალაძე.

მანამდე ანი წითლიძემ უარყო ინფორმაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა