"ნაციონალურ მოძრაობას" თუ ვინმეს გუნდი შეიძლება ერქვას, არის მიშა სააკაშვილის გუნდი - ლევან ხაბეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ცალ-ცალკე გუნდები არ არსებობს.
"ნაციონალური მოძრაობა არის ერთი პარტია, არსებობს ნაციონალური მოძრაობის გუნდი და ერთადერთი თუ ვინმეს გუნდი შეიძლება ერქვას ნაციონალურ მოძრაობაში, არის მიშა სააკაშვილის გუნდი. არანაირი ხაბეიშვილის გუნდი, ბეჟაშვილის გუნდი, ბოტკოველს გუნდი არ არსებობს. თუ ვინმე უწოდებს და მე ვნახე, რომ ასეთებს უწოდებენ, რომ მელიას გუნდი...ჩვენ იმის გუნდის წევრები ვართ, ეს არის პრობლემა. თუ ვინმეს ვინმეს გუნდის წევრობა უნდა, ამისთვის კონსტიტუციური უფლება აქვთ ჰქონდეთ პოლიტიკური პარტია და აწარმოონ ნებისმიერი საქმიანობა", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
პარტიაში წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელია, მხარდამჭერებთან ერთად სამუშოდ ახალ ოფისში გადავიდა. როგორც ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, "ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.