თეგებით ძიება
18. 04. 2023 სპორტი

"დღეს სტადიონზეც და საქართველოშიც მხურვალე ქომაგობა ექნება ხვიჩას" - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი?

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში "ნაპოლი"- "მილანის" შეხვედრას ეხმაურება და წერს, რომ ქართველ გარემარბს სტადიონიდანაც აქტიურად დაუჭერენ მხარს თანამემამულეები.

"ნეაპოლი ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადება                  დღეს ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური მატჩი გაიმართება. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, “ნაპოლი” საპასუხო შეხვედრაში მილანის “მილანს” დაუპირისპირდება.

ერთი კვირის უკან გამართულ პირველ მატჩში “ნაპოლი” მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა და დღეს ორბურთიანი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად გავა ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალურ ეტაპზე.

აღნიშნულ მატჩს “ნაპოლი” სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება: არ ეყოლება დაცვის ბურჯი სამხრეთ კორეელი კიმი და ნახევარდაცვის შეუცვლელი ფიგურა ანგისა, მაგრამ გუნდს დაუბრუნდა ბომბარდირი და ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი და KO-კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ამჯერად უკვე “მილანი”-ს დაცვის გარღვევას

შეეცდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, “ნაპოლი”-ს მთავარი მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და კიმის შემცვლელმა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ჟესუსმა, ისაუბრეს გუნდში არსებულ განწყობაზე და აღნიშნეს, რომ მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, გულშემატკივრების მხარდაჭერით ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი”-ს გულშემტკივრებსა და კლუბის პრეზიდენტ დე ლაურენტის შორის ზავი დაიდო და დღეს “მილანი”-ს დამარხებას უკვე გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან.

ტრადიციულად, დღეს სტადიონზეც და საქართველოშიც მხურვალე ქომაგობა ექნება ხვიჩას და “ნაპოლი”-ს ქართველი გულშემატკივრის მხრიდან, სპეციალურად ამ დღისთვის აშშ-დან ჩამოფრინდა UFC-ს გამორჩეული ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელიც დღეს ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც შეხვდა.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება:

“ნაპოლი”- მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა,

ჟელინსკი, ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

“მილანი”- მენიო, კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო ერნანდესი, კრუნიჩი, ტონალი, ბრაჰიმდიასი, ბენასერი, ლეაო, ჟირუ.მატჩს, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება პოლონელი არბიტრიმარჩინიაკი განსჯის", - წერს ხათუნა შარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა