რუსეთის დუმამ სამშობლოს ღალატისთვის უვადო პატიმრობა შემოიღო
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.(ამჟამად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში დახმარებისთვის, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს.