"პუბლიკას" რედაქტორი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "პუბლიკას" თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.
ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.