სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც.
"ფაქტობრივად, ჩვენ ამაზე შევთანხმდით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭში. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც - სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას," - განაცხადა ფაშინიანმა.