თეგებით ძიება

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ამერიკის ვარსკვლავში" მონაწილეობს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

იგი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და წერს, რომ ხმის მიცემის შედეგები მომავალ ორშაბათს გახდება ცნობილი.

,,ჩემო უმაგრესო ქართველებო!

უღრმესი მადლობა, ასეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის! ყველაზე მეტად მაძლიერებს და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს! ძალიან მიყვარხართ და უფრო მაბედნიერებს ხოლმე, ის, როცა ყველანი ერთად ვერთიანდებით მიზნის მისაღწევად, საოცარი შეგრძნებაა, შედეგებს გავიგებთ მომავალ ლაივზე ანუ შემდეგ ორშაბათს, გკოცნით და მიყვარხართ!", - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.   

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა